წყალტუბოს N3 სკოლაში პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა
23-03-2021
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში ტრენინგი, თემაზე „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - მდგრადი განვითარების მიზნები“ ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტრენინგზე ეკო-კლუბის გზამკვლევი სკოლებისთვის განიხილეს.

ტრენინგი CENN-ს წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მაია კეზევაძემ გამართა.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203