„46+1“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
23-03-2021
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები, სახელწოდებებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „ჩვენ ვაკავშირებთ“, „46+1“, „ჩვენ მეგობრები ვართ“ განახორციელეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიციის შესაბამისად, წინდები მოხატეს და მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვის იდეას შეუერთდნენ.
„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე“ 21 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ; უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი. სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის #108) აღსაზრდელები უგზავნიან მათ გზავნილს: „მე შენ მიყვარხარ - ჩვენ მეგობრები ვართ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203