„დედამიწა ჩვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ მას“ - წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი ჩატარდა
23-03-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის - „სუფთა გარემო, სუფთა აზრებია“ ფარგლებში ნახატების კონკურსი ჩატარდა. 

კონკურის თემა გახლდათ „დედამიწა ჩვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ მას“.

აღნიშნულ აქტივობაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია და ისაუბრეს საკუთარი თვალით დანახული პრობლემის გადაჭრის გზებზე. სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნამუშევარი.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სახატავი საშუალებების სასაჩუქრე პაკეტი, რომლებიც სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციამ- „უკეთესი მომავლისათვის“ მიაწოდა.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პირველი საპრიზო ადგილი - 10(3) კლასის მოსწავლე ანი გარიევი;
  • მეორე საპრიზო ადგილი - 12(1) კლასის მოსწავლე დავით მაზანაშვილი;
  • მესამე საპრიზო ადგილი - 11(2) კლასის მოსწავლე კესო ჯოხაძე.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203