
დიდი ხანი არაა, რაც თბილისის N60 საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება განახლდა. რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოსწავლე-მასწვალებლები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ და რა გასაკვირია, თითოეულ გაკვეთილს დიდი ენთუზიაზმით რომ ეკიდებიან.
ამის ნათელი მაგალითი გახლავთ თბილისის N60 საჯარო სკოლის, მე-2 „ა“ კლასის მოსწავლის - დავით კირვალიძის მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება თემაზე - „ხელნაკეთი წიგნები“.
დავით კირვალიძემ, საყვარელი პედაგოგის, მარინა მამცელიძის დავალებით, საკუთარი ხელით შექმნა წიგნი, ილუსტრაციებითაც თავად გააფორმა და წიგნის შინაარსიც დიდი მონდომებით შეარჩია, რათა ასე, თანატოლებისთვის ეთქვა - რატომ უნდა უყვარდეთ წიგნები.
გთავაზობთ დავითის ხელნაკეთი წიგნის ფოტოებს: