ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
X-XI კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველას, რომ დაიცვან ბუნებაში წყლის სისუფთავე.
წყლის რესურსების საერთაშორისო დღე 22 მარტს აღნინიშნება.
1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებასა და დაცვას.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203