„ჩემი საყვარელი ნაწარმოების გმირი“ - ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს
23-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესანიშნავად წაიკითხეს ნაწარმოებები და კლასის ხელმძღვანელების და სკოლის ბიბლიოთეკარის დახმარებით მოაწყეს გამოფენა სახელწოდებით - „ჩემი საყვარელი ნაწარმოების გმირი“.