„ვამაყობთ წარსულით და აწმყოთი“ - რატომ უნდა აირჩიოთ თბილისის N50 საჯარო სკოლა
23-03-2021
თბილისის N50 საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღებას აცხადებს.
რატომ უნდა აირჩიოთ თბილისის N50 სკოლა? - სასწავლო დაწესებულების წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„სკოლა, რომელიც სოლოლაკის ერთ-ერთ ლამაზ შენობაშია განთავსებული, დაარსდა 1923 წელს მე-14 შრომის სკოლის სახელით. იმდროინდელ ოქმში წერია: „მე-14 შრომის სკოლა შეიქმნა ქართული გიმნაზიის ნანგრევებზე“. ეს ის გიმნაზია, რომლიც მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და სხვა ქართველმა მოღვაწეებმა დააარსეს კლასიკური გიმნაზიის საპირწონედ. სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
ჩვენ ვამაყობთ წარსულით და აწმყოთი. ვცდილობთ, შევქმნათ წარმატებული მომავალი.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც: ეჯიბრებიან არა ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავს; ყველა მასწავლებელი, მოსწავლე თუ დირექციის თითოეული წევრი ცდილობს, ხვალ იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ; შეცდომებისთვის კი არ ისჯებიან, არამედ ამ შეცდომას იყენებენ შესაძლებლობად; თანამშრომლობა საუკეთესო საშუალებაა, მიზნის მისაღწევად.
სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის“ მოდელში. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი მიზნები“, - ნათქვამია სკოლის წერილში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203