დაშბაშის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა
24-03-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა. პირველი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, მონდომებით იმუშავეს და საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მათ მასწავლებელი ლუსინე კალჩიანი ხელმძღვანელობდა.

მასწავლებლის მიერ გაწერილი პროექტის მიზნები ასეთი იყო:

  • მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა პირადი ჰიგიენა ჯანსაღი კვება სპორტული აქტივობები.
  • ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები პროდუქტების სურათების კლასიფიცირება ნიშნით. მისაღები მიუღებელი არასასურველი. უნდა გაიაზრონ გაარჩიონ რომელია სასარგებლო და უვნებელი მათთვის.
  • გამოვიყენებ გონებრივ იერიშს თემაზე: როგორ ამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი.
  • შემდეგ გამოვიყენებ დისკუსისას რატომ არ ყიდულობენ მშობლები არაჯანსაღ პროდუქტს“ მაგ. ჩიპსებს, გაზიან სასმელებს, T დიაგრამაზე ბავშვების სურვილების
  • მშობლების არგუმენტებს გამოვსახავ.
  • ჩავატარებ კონკურს ვინ მეტ რჩევას მისცემს უმცროს და - ძმებს ჯანსაღი ცხოვრების
  • წესთან დაკავშირებით. პირადი ჰიგიენის დაცვა ჯანსაღი კვება სახლის დალაგება
  • პირადი ნივთების მოვლა და ფიზიკური აქტივობები.
  • მივცემ დავალებას სადაც ააწყობენ კვების პირამიდას სადაც ჯანსაღი პროდუქტები ძირშია მოთავსებული არაჯანსაღი წვეროზე.
  • შექმნიან პლაკატს მოსწავლეები რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

იხილეთ პრეზენტაცია:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203