„ქართული გენია როკვით განფენილი“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობა, სახელწოდებით „ქართული გენია როკვით განფენილი“ განხორციელდა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სასწავლო დაწესებულების ეზოში, დიდ დასვენებაზე ქართული და აჭარული ცეკვები შეასრულეს.
აქტივობაში მოსწავლეები - ბარბარე კალატოზი, მარი მეფარიძე, ნინო მეფარიძე, გურამ მეფარიძე, გიორგი ფანჩულიძე და თაკო ხეცაძე მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: