„ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერია“- ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ პრეზენტაცია მოეწყო
23-03-2021
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ პრეზენტაცია, თემაზე „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერი არაფერია“ მოეწყო.

სკოლის ინფორმაციით, ბუნების მასწავლებლის, ნათია რობაქიძის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია მოიძიეს და რესურსი შექმნეს.

„განიხილეს სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადება. ისაუბრეს დაავადების გამომწვევ მიკრობებსა და ბაქტერიებზე. გააკეთეს დასკვნები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და როგორ ეხმარება ადამიანს ჰიგიენური წესების დაცვა მის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203