აჭყვისთავის საჯარო სკოლას კიდევ ერთი კვალიფიციური პედაგოგი შეუერთდა
23-03-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა ამაყობს პასუხისმგებლიანი, კრეატიული და ენთუზიაზმით სავსე ახალი პედაგოგით, რომელიც კონკურსის შედეგად შეუერთდა სკოლის პედაგოგთა კოლექტივს.
„თეონა ხაბაზი 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში კონკურსის შედეგად შეირჩა და ჩვენი სკოლის ინგლისური ენის, სტატუსით უფროსი მასწავლებელია.
პასუხისმგებლიანი, კრეატიული და ენთუზიაზმით სავსე თეონა მასწავლებელი გაკვეთილებზე იყენებს სწავლების თანამედროვე მიდგომებს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ასეთი გაკვეთილი ჩატარდა მესამე კლასში, თემაზე: „Fruits and vegetables“ („ხილი და ბოსტნეული“).
ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი ყველა აქტივობას და მასწავლებლისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღეს. წარმატებებს ვუსურვებთ თეონა მასწავლებელს სკოლის მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203