„დედამიწა - მწვანე პლანეტა - სიცოცხლის ელექსირია“ - სამების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
23-03-2021

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო დასუფთავების აქცია.

„სამების საჯარო სკოლამ დღეს, 22 მარტს, აღნიშნა დედამიწის დღე. სკოლის სლოგანია - „დედამიწა - მწვანე პლანეტა - სიცოცხლის ელექსირია“. სკოლაში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. კლასის დამრიგებლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ამ დღის აღნიშვნის დანიშნულებაზე, იმაზე თუ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და რა როლი უნდა შეასრულოს თითოეულმა ადამიანმა გარემოს დაცვის საქმეში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203