„არჩევანი ჩვენზეა“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქრომოსომებს არ ითვლიან
23-03-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოათხებში, რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და რაც მთავარია, სასკოლო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც ნაესაკოვოს საჯარო სკოლელებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და ცნობიერების ამაღლებისთვის, ერთგვარი პერფორმანსი - გამოფენა მოაწყვეს; აქტივობაში პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად, დღეს პატარებმა იციან, რომ:„დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით, ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21 წყვილის ტრისომია ეწოდება“ - ეს რაც შეეხება ცნების განმარტებას, რომელიც ბავშვებისთვის მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი, რადგან თავად ქრომოსომებს არ ითვლიან და ამბობენ: არჩევანი ჩვენზეა - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებსო.

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი სითბოთი გამოეხმაურნენ ამ დღეს და ნამუშევრები გამოფინეს, სადაც კიდევ ერთხელ, გაუსვეს ხაზი - რომ მეგობრები მართლაც არ ითვლიან ქრომოსომებს. .  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203