ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი განახორციელა
23-03-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის დამრიგებელმა - ლია მეტივიშვილმა დაგეგმა და განახორციელა პროექტი „ოლიმპიადა და ქართველი ოლიმპიელები“.

პროექტი ქართული ენასა და სპორტის საგნების ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა.

მდგრადი განვითარების მიზანი N3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები:

გაეცნენ ოლიმპიადის წარმოშობის ისტორიას; 
დაამზადეს ოლიმპიური სიმბოლოები და შეისწავლეს მათი დანიშნულება;
ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებებზე ძველ ოლიმპიადასა და თანამედროვე ოლიმპიადას შორის;
ისაუბრეს სპორტის სახეობებსა და მათ მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგვისას;
მოიძიეს ინფორმაცია ქართველ ოლიმპიელებზე;
შეადგინეს წერილები საყვარელი ქართველი ოლიმპიელებისთვის;
მონაწილეობა მიიღეს საკლასო ოლიმპიადაში.

საკლასო ოლიმპიადაზე მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ მძლეოსნობის ოთხ მიმართულებაში:

დისტანციაზე რბენა;
ადგილიდან ხტომა;
მიზანში ტყორცნა;
ბადროს ტყორცნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203