
„დედა ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანია“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
პატარებმა წაიკითხეს ლექსები და ემოციური სიტყვები წარმოთქვეს. შემდეგ კი დედიკოები თაიგულებით დაასაჩუქრეს.
„დედებს ბავშვებმა ძალიან ლამაზი დღე აჩუქეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
კლასის დამრიგებელი ელისო ადამიაა.
იხილეთ ფოტოები