„წყალი სიცოცხლეა“ - ჩხორიის საჯარო სკოლაში კვირეული გაიმართა
23-03-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული, სახელწოდებით „წყალი სიცოცხლეა“ გაიმართა. 

სკოლის ინფორმაციით, კვირეული მიზნად ისახავდა: მოსწავლეთა, საზოგადოებისა და თემის ცნობიერების ამაღლებას წყლის მნიშვნელობაზე; წყლის დაბინძურების პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას; სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას წყლის რაციონალურ გამოყენებასა და გონივრულ მართვაზე; მოსწავლეებში კვლევა-ძიების, კრიტიკული ხედვის, ინფორმაციის დამუშავება-დახარისხების, პრეზენტაციის, ანალიზის, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციის, გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებასა და ტექნოლოგიების უკეთ დაუფლებას.

ჩატარდა შემდეგი აქტივობები: დაკვირვება წყალზე; პრეზენტაციები თემაზე - „წყალი სიცოცხლეა“; კონფერენცია თემაზე - „წყალი - სიცოცხლის ელექსირი“, პოსტერების დამზადება; 
ნახატების შექმნა.

„კვირეული სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი მაია არახამია), eTwinning-ის ჯგუფის (ხელმძღვანელები - იზოლდა ხვიჩავა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა ) და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“- ის ეკო-კლუბის (ხელმძღვანელი მზია ქარდავა) ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203