
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბის ორგანიზებით საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
„წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომᲞანიის, რეგიონული ფილიალის წყლის ხარისხის და კონტროლის მენეჯერმა თამარ ბარამიამ მოსწავლეებს წყლის რესურსების მდგრადი მოხმარების და წყლის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობაზე გაკვეთილი ჩაუტარა.
ადგილზე გამოიკვლიეს სკოლის სასმელი წყლის სიმღვრიე, ტემᲞერატურა, PH, სუნი და გემო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და შეესებამება სტანდარტულ ნორმებს.
სკოლა მადლობას უხდის საქართველოს გართიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თამარ ბარამიას საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილისთვის“, - წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები