„მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ შვილის მეგობრები, დაეხმარონ შესაძლებლობების გამოვლენაში“ - ტარიელ სირბილაძე, პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორის - ტარიელ სირბილაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .
- რომ როგორი საჭიროა და აუცილებელი ერთად დგომა, თანამშრომლობა, სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- უკვე ცნობილი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა სწავლებასა და ყოფა-ცხოვრებაში.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც რთული წელი, რადგან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაგვჭირდა ახალი ტექნოლოგიების მოპოვება და დანერგვა სწავლებაში, რათა წარმატებით გაგვეხორციელებინა ონლაინ სწავლება.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- სიახლეების ძიება და ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებისათვის.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- მშვიდ გარემოში მყოფი მოსწავლისაგან გამოვლენილი ძალადობა და აგრესია.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- იყვნენ თავიანთი შვილების მეგობრები და დაეხმარონ მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენასა და ძლიერი მხარის დადგენაში.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- სკოლის იმ წარმატებებთან ერთად რაც უკვე გვაქვს, კიდევ რა გავაკეთო, რომ სკოლა იყოს უფრო წარმატებული და მოსწავლეთათვის თავშეყრის სასურველი ადგილი.