
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაამზადეს პოსტერი სახელწოდებით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
მოსწავლეების ნამუშევარში დაუნის სინდრომზე საინტერესო ინფორმაციებია თავმოყრილი.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
იხილეთ ფოტოები