ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2021
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ამ ლოზუნგით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად დაუნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, შეიღებეს ხელები სხვადასხვა ფერებით და სოლიდარობა გამოუცხადეს „მზის შვილებს“.