ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თეატრის მსახიობები ესტუმრნენ
22-03-2021
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა.

„21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით ბაციკაძესთან და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებთან ერთად ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ესტუმრნენ და ეს დღე ერთად აღნიშნეს.

ამ პერიოდისათვის ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 68 მოსწავლე ინტეგრირებულ კლასში.

ამ ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა და სახელოსნოები, რომელსაც დამატებით აფინანსებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მოქმედებს თიხის პატარა საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას. წარმატებულია ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები.

მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სპეციალური ავტობუსი, რომლიც შეძენილი იქნა სამინისტროს დაფინასებით“,-  აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203