„დედამიწა ჩემი სახლია“ - ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ
22-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 22 მარტს გურიის რეგიონში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელსაც შეუერთდნენ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დევიზით - „დედამიწა ჩემი სახლია“. დახატეს სლოგანი და დიდი ენთუზიაზმით დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი შემოგარენი.