დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს  
22-03-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

​სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი პროცედურები სტანდარტულად ხორციელდება.

„სკოლა აღჭურვილია დეზობარიერებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო შენობა სუფთავდება სველი წესით. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და პედაგოგები ატარებენ პირბადეს და ყოველდღიურად ხორციელდება თერმოსკრინინგი.

გარდა ამისა, მასწავლებლებს ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ covid-19-ზე კვლევა ანტიგენისა და PSR ტესტით. სასწავლო პროცესის მსვლელობისას რეგულაციების სრული დაცვა არის ჩვენი პასუხიმგებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203