სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობენ
22-03-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი“ აქტიურად არის ჩართული. პროგრამის ფარგლებში სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე მუშაობენ. 

„სიონის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებას თავი კარგად გაართვეს, რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ნასწავლ ტექსტზე შექმნეს სცენარი, დახატეს ეპიზოდები, გააკეთეს აფიშა, დაამზადეს მოსაწვევი ბარათები, მიიპატიჟეს I-IV კლასის მოსწავლეები და შესანიშნავი სპექტაკლიც დადგეს. მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეებს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ მათ“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203