წყალტუბოს N4 სკოლაში დაუნის სინდრომისა და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს
22-03-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომისა და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის საინტერესო და განსხვავებული ფორმატის შეხვედრა მოაწყეს. მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს.

„21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის დღე და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღე.

სამოქალაქო კლუბ „მერმისის“ წევრებმა -  მეათე კლასის მოსწავლეებმა: მათე მიქაძემ,სანდრო საღარეიშვილმა, ლიკა ზვიადაძემ, მარიამ ბენიძემ და ლიზა ტყეშელაშვილმა 19 მარტს პრეზენტაცია ჩაუტარეს მე-6, მე-7 და  მე-8 კლასის მოსწავლეებს თემაზე „მზის სხივები“ და „არა რასიზმს“. მადლობა მე-10 კლასის მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს,სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მარინა თუთბერიძეს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203