„მეგობრებს არ ვუთვლით ქრომოსომებს“ - მორიგი საინტერესო დღე ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში 
22-03-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის, ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, სრული დატვირთვითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე-მასწავლებლებს პროტოკოლის გათვალისწინებით, უწევთ შენობაში პირბადით გადაადგილება და სოციალური დისტანციის დაცვა, სასკოლო საზოგადოება გარკვეულ აქტივობებში ჩართულია.

ახლახან, ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის ცნობიერების ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, ბიოლოგიის მასწავლებლის, ლამარა ბერიძის თაოსნობით და მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესე, თემაზე - „მეგობრებს  არ ვუთვლით ქრომოსომებს“.

დღემ ემოციურად ჩაიარა, ფერადი ხელთათმანების, სტიკერებისა და თემატური ნახატების ფონზე. რაც მთავარია, ეს არ იყო ღონისძიება მხოლოდ ღონისძებისთვის - ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დანამდვილებით იციან, რომ მეგობრებს ქრომოსომები არ უნდა დაუთვალონ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203