
ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სკოლის დირექტორი მაია სალუქვაძე გახლავთ.
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
იხილეთ ვიდეო