ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
22-03-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.