„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - სიქთარვას საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა დეკორატიული მცენარეების დარგვა დაიწყეს
22-03-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, დირექტორის ია კვატაიას ხელმძღვანელობით, დეკორატიული მცენარეების დარგვა დაიწყეს. 

მოსწავლეებმა ეზოში კამელიები, ტუიები, ფინიკის პალმები, ოდორა და ევოსიმუსი დარგეს. 

„ეზოში დეკორატიული მცენარეების დარგვა დავიწყეთ. ნერგების შეძენაში ფინანსურად დაგვეხმარნენ სკოლის კურსდამთავრებულები: ანა აბულაძე, ზურა ცერცვაძე, კახი კვატაია, მადინა აბულაძე (ჩვენი უდიდესი ტკივილის, ირაკლის სახელზე კამელია დაირგება სკოლის ეზოში), ჩვენი სკოლის თანამშრომლები: ხათუნა ფოცხვერაშვილი, ნოდარ ბუცხრიკიძე, სოფიკო ვაშაკიძე, ნესტან რობაქიძე, ლილი ღიბრაძე, მაგული აბჯანდაძე, ნანა პატარიძე, შორენა ქათამაძე, ხათუნა დიდიძე, ნინო ქარქაშაძ, ელისო სურამელი, ქეთევან ჯიმშელეიშვილი, მედეა მიქავა, დარეჯან მაკარიძე, შორენა კახიძე, ლია ვაშალოიძე, რენადა აბჟანდაძე, ია კუტალაძე, მანანა ჭურაძე, ნინო გვენეტაძე და შორენა ნიკოლაძე. სკოლის ეზოს გალამაზების დასაწყისია ეს მხოლოდ ...მადლობა ყველას ...მადლობა ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ყოჩაღ ბიჭებს ჩვენი სკოლის ეზოში გულიანი შრომისთვის
კამელიები, ტუიები, ფინიკის პალმები, ოდორა და ევოსიმუსი-ეს დეკორატიული მცენარეები დაირგო სიქთარვის საჯარო სკოლის ეზოში“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ია კვატაია. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203