
დავით კლდიაშვილის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.ახლახან, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო გვენეტაძის ორგანიზებით π - „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კვირეული გაიხსნა.
კვირეულში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები: V კლასში ჩატარდა ტესტირება შესწავლილი მასალის გამეორების მიზნით; VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „პროცენტი ჩვენს გარშემო“, მოაწყვეს საინტერესო პრეზენტაცია და აქტივობების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
VII კლასიდან მათე გიორგაძე, მარიამ ბარდაველიძე, ირმა ვაშაყმაძე, ხოლო V კლასიდან: ალეკო ხომასურიძე, გოჩა კაკიაშვილი, ნინი ლუტიძე, ნინი ვაშაყმაძე.
დავით კლდიაშვილის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში კვირეული გრძელდება და მათემატიკის უკეთ შესწავლის მიზნით, სხვა კლასების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
იხილეთ ფოტოები