
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კალინინოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღეები საკუთარი შემოქმედებით აღნიშნეს. მოსწავლეების ხელით შექმნილი ნახატები, სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი მხოლოდ ერთი თემის - 8 მარტის ირგვლივ „გაერთიანდა“ და დღეს, კალინინოს საჯარო სკოლის კედელს ემოციური, სითბოთი და სიყვარულით სავსე სტენდი ამშვენებს.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები ზედმიწევნით იცავდნენ ყველა რეგულაციას, მათ შორის პირბადის ტარების წესსა და სოციალურ დისტანციასაც, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მათთვის მსოფლიო ქალბატონებისთვის კიდევ ერთი გზავნილი გაეგზავნათ - სიყვარულით კალინინოდან!
გაზაფხული შემოსულა, ლენ - ასე აღნიშნეს ქალთა დღესასწაულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კალინინოს საჯარო სკოლაში.