პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-03-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა.

„ღონისძიება მიზნად დაუნის სინდრომთან დაკავშირევით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. აქტივობაში ჩაერთო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ლია ბერიძე.

ღონისძიება პერევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, ნატო მაკასარაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203