იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ეზოში მოსწავლეებმა 30-მდე კვიპაროსი და ფიჭვი დარგეს
22-03-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ეზოში, მოსწავლეებმა, ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფეციარებთან ერთად, დარგეს 30-მდე კვიპაროსისა და ფიჭვის ნერგი, რომელთა მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.
„ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა, მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის, ტყის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე, ქვეყნის განვითარებაში ტყის როლის შესახებ ეკოგაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს.
დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს სკოლის შენობა დაათვალიერებინა და ჩვენს სკოლაში არსებული ეკო-კლუბის საქმიანობი გააცნო.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203