თბილისის N103 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის ინფორმაციით, მე-2 კლასის მოსწავლეები, ამ დღის აღნიშვნას, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ.
„ღონისძიება მიზნად მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდებას, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთებას - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ ისახავდა.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან კი, მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვს, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით, ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. 2021 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია - „ჩვენ ვაკავშირებთ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს