ალისუბნის თემის N2 სკოლის მოსწავლეები უცნობ თანატოლებს საკუთარი ხელით მოხატულ ტილოს ჩანთებს გაუგზავნიან
22-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი მაია გელაშვილი და მე-6 კლასის მოსწავლეები პროექტში - „ტილოს ჩანთები“ ჩაერთვნენ.

სკოლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მათ უნდა მოხატონ ტილოს ჩანთები და უცნობ თანატოლს გაუგზავნონ წერილი, რომელშიც საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლის, საყვარელი საქმიანობის შესახებ ისაუბრებენ.

„პროექტში მონაწილეობა საქართველოში გერმანული ენის მასწავლებლებს გოეთეს ინსტიტუტმა შესთავაზა. პროექტის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის გერმანული ენის შემსწავლელ მოსწავლეთა გაცნობა და დამეგობრება.

გოეთეს ინსტიტუტმა ფინანსურად უზრუნველყო მონაწილე სკოლებისთვის ყველა საჭირო მასალის (ტილოს ჩანთები, საღებავები, სახატავი ფუნჯები) გამოგზავნა. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ჩანთების მოხატვის პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით ამზადებენ უცნობ თანატოლებთან გასაგზავნ ნივთებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203