ზესტაფონის N1 სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
22-03-2021

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ვიდეო


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203