
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც სპეც. მასწავლებელი ეკა წიქარიშვილი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაზე დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია.
„ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ცნობიერების ამაღლების თვალსაზრით. ზემო მაჩხაანიც არ გახდა გამონაკლისი და სხვადასხვა ფორმით ვეცადეთ აგვემაღლებინა ცნობიერება ჩვენს მოსწავლეეში. გაკეთდა პლაკატები, მოსწავლეები გაეცნენ და შემდგომ სხვა მოსწავლეებს გააცნეს ლიტერატურა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. ასევე, მოეწყო მინი-ვიდეოს ჩვენება. საბოლოოდ, პრეზენტაციის საშუალებით, შევაჯამეთ ეს დღე.
დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია.
ღონისძიებას ესწრებოდა დირექტორი მაია ხუნაშვილი, მასწავლებლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარომადგენლები და მოსწავლეები. მაია ხუნაშვილმა, დასკვნის სახით, სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა ღნისძიების ძირითადი მნიშვნელობა და დანიშნულება. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ეკა წიქარიშვილს ასეთი ღონისძიების კოორდინირებისთვის“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები