
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის, გიგა დანელიას სახვითი ხელოვნების ნამუშევრების, რიგით მეორე პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გიგამ, ამჯერად, სასკოლო საზოგადოების საგაზაფხულო განწყობის შექმნაზე იზრუნა და ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მომავალ ხელოვანს.
იხილეთ ფოტოები