
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა პირველკლასელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს - პატარებმა წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს მიუძღვნეს ლექსები, ასევე დახატეს და გააფერადეს შესაბამისი ნახატები.
ბავშვებს არც დედის დღე დავიწყებიათ, მათ თავიანთ დედიკოებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და ლექსები მიუძღვნეს.
პატარები გაეცვნენ წელიწადის დროების თავისებურებას, კერძოდ კი გაზაფხულის მახასიეთებელ თვისებებზე შეადგინეს ინფორმაციული ტექსტი.
კლასის ხელმძღვანელი ლანა ტყეშელაშვილია.
იხილეთ ფოტოები