ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
22-03-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც,  მე-3 კლასის მოსწავლემ, მარიამ გიორგაძემ  izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა, მეოთხეკლასელმა გიგი გიორგაძემ კი ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203