ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
22-03-2021
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ცერცვაძემ, თეკლა აბესაძემ, ლუკა ბრეგაძემ, გიორგი ბოჭორიშვილმა, ანასტასია ლომიძემ, მარიამ მამრიკიშვილმა და ლუკა ცერცვაძემ  izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203