
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ნახატები მიუძღვნეს. მათ ნამუშევრების შექმნაში მასწავლებელი მაკა სუხიტაშვილი დაეხმარა.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები: