ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლეებმა - ანდრია თვალჭრელიძემ, თამაზ ხორხომელიძემ და ნინო სოფრომაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
22-03-2021
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

სამმა მათგანმა თებერვლის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა. მე-5 კლასის მოსწავლე ანდრია თვალჭრელიძემ და მესამეკლასელებმა - თამაზ ხორხომელიძემ და ნინო სოფრომაძემ ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203