„ჯანსაღი კვება“ - ახალშენის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
19-03-2021

ხონის მუნიციპალიტეტის ახალშენის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში საინტერესო და შემეცნებითი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „ჯანსაღი კვება“.

მოსწავლეებმა - საბა ჭელიძემ და ზილი ჩოგოვაძემ გადაწყვიტეს, თავად მოემზადებინათ მაკარონი. მათი მასწავლებელი დიანა ბერულავაა.

„ჯერ იყო ინგრედიენტების აწონვის პროცესი, ბავშვებმა ცოტათი მორიდებით დაიწყეს მუშაობა, დაიკაპიწეს ხელები და შეუდგნენ გარჯას. მასწავლებელიც დაეხმარა სამუშაო პროცესში. მათ მოამზადეს ორი სახის ცომი. ერთი მხოლოდ წყალითა და ფქვილით და მეორე - კვერცხით, ფქვილით და წყლით. მაკარონის სხვადასხვა სახეობის დასამზადებლად ტექნოლოგიებიც დაიხმარეს. ცომის დასვენების შემდეგ შეუდგნენ მაკარონის დამზადებას. ესეც მხოლოდ წყლითა და ფქვილით მომზადებული მაკარონის სხვადასხვა სახეობა. ესეც კვერცხით, ფქვილითა და წყლით მომზადებული. ესეც პატარების საბოლოო შედეგი“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203