ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ
19-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორებმა, ირინე ლეონიძემ და შორენა შარაძემ ძიუდოში მასტერკლასი ჩაუტარეს.
სკოლის ინფორმაციით, ვარჯიშები ტარდება ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ბაზაზე, ახალსოფელის დარბაზში.
„მადლობას ვუხდით გოგონებს მოტივაციის ამაღლებისთვის. გუნდმა აღნიშნა, რომ იშრომებენ, გაიზრდებიან, იბრძოლებენ და შედეგებს დადებენ.
მადლობას აჭარის განათლებისა და სპორტის დეპარტამენტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას, განსაკუთრებული მადლობა ხელვაჩაურის რესურსცენტრს, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორს, დირექციას, მოჭიდავე გოგონებსა და მშობლებს.
აჭარის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, 14-დან 21 მარტის ჩათვლით, ძიუდოში გოგონებისთვის სასწავლო შეხვედრებს ატარებს.
ველოდებით ახალი ნაკადის მიღებას. მეცადინეობები უფასოა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს