ყულალისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს კოვიდ-რეგულაციების დაცვით განაგრძობს
19-03-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს კოვიდ-რეგულაციების დაცვით განაგრძობს.
სკოლის დირექტორის, ნათელა ნერსესიანის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებაში, გაკვეთილების დაწყებამდე, თერმოსკრინინგი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„გვაქვს მორიგეობა დაწესებული. მორიგე მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესამდე ნახევარი საათით ადრე მოდიან სკოლაში და მოსწავლეებს ტემპერატურას უზომავენ. სკოლას ორი კარი აქვს, სხვადასხვა ლოკაციიდან შემოდიან მოსწავლეები და ისე სრულდება თერმოსკრინინგის პროცედურა“, - აცხადებს დირექტორი.