„გარემო, სადაც ვცხოვრობ“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი გაიმართა
19-03-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ნახატების კონკურსი, სახელწოდებით, „გარემო, სადაც ვცხოვრობ“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონკურსში 1-ლი-მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.