მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ
19-03-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კონკურსში - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“ (ესსეისტიკის სექცია) ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.
სკოლა მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს ისტორიის მასწავლებელს ჯორჯი გუჯეჯიანს ულოცავს ამ წარმატებას.