ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი გვარმიანმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის მე-2 კლსის მოსწავლემ, ანი გვარმიანმა
izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.