თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი კვაშილავამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ანი კვაშილავამ
izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.